რასა იუკნევიჩიენე: სამომავლოდ შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება უვიზოს გაუქმებაზე

News.ge 2 თვის წინ 73
რასა იუკნევიჩიენე: სამომავლოდ შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება უვიზოს გაუქმებაზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ თუ ქვეყანაში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და “უფრო ანტიდემოკრატიულ კურსს აიღებს”, მაშინ ამ ზომასაც განიხილავენ.
ის ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება სამომავლოდ იქნას მიღებული. ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში, გადაცემა მარტივ ფორმულაში გააკეთა.
ევროპარლამენტარმა ქართული ოცნების დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ტყუილები, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ავრცელებენ არჩევნებთან დაკავშირებით, კრემლის ნარატივის მსგავსია.
ამასთან, რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს ვერანაირ ძალისხმევას ქართული ოცნებისა და ს მხრიდან, რომ ევროპულ გზაზე წინ წაწევა სურთ.
“ტყუილები, რასაც ისინი ავრცელებენ არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავს კრემლის ნარატივს. ისე ხდება, რომ ევროკავშირი ცდილობს ხანგრძლივი, გრძელვადიანი სამშვიდობო ურთიერთობების განვითარებას ევროპულ კონტინენტზე, ცდილობს დაეხმაროს ს ომში გამარჯვებაში, დაახლოებით ისევე, როგორც წარსულში ევროპული სახელმწიფოები გაერთიანდნენ ჰიტლერის დასამარცხებლად, დღესაც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს და ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება დებატების დროს ევროპარლამენტშიც.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, ადამიანები საქართველოდან, რომ მათ გვერდით ვართ, გვსურს დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომ იქცნენ ევროკავშირის ნაწილად.
მე ვერ ვხედავ ვერანაირ შეტყობინებას, ვერანაირ ძალისხმევას ქართული ოცნებიდან, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე. ეს არ არის ევროპული გზა, რასაც ვხედავთ. დღეს გვესმის სხვადასხვა ტიპის შეტყობინებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებსაც სხვა მიმართულებით მივყავართ”, – ამბობს ევროპარლამენტარი.

სრულად წაიკითხეთ სტატია