რადიკალური ოპოზიცია დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, რომ დავალებები მიიღონ, რა უნდა გააკეთონ არჩევნებამდე და პოსტსაარჩევნო პერიოდში. მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართებ - ლევან მაჭავარიანი

Primetime.ge 9 საათი წინ 25
რადიკალური ოპოზიცია დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, რომ დავალებები მიიღონ, რა უნდა გააკეთონ არჩევნებამდე და პოსტსაარჩევნო პერიოდში. მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართებ - ლევან მაჭავარიანი
"როდესაც "ქართული ოცნება" ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია წინა წილის მსგავსად, ახლაც გარე პატრონებისგან იღებს ინსტრუქციებს, თუ როგორ მოიქცეს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ოთხივე პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება."გრძელდება ზუსტად იგივე სერიალი, რაც წინა წელს ვიხილეთ. როდესაც "ქართული ოცნება" ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, იქიდან გამომდინარე, რომ დავალებები მიიღონ ერთი - 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ანუ არჩევნებამდე რა უნდა გააკეთონ და მეორე - პოსტ-საარჩევნო პერიოდში რა უნდა გააკეთონ, იმასთან დაკავშირებით იღებენ ინსტრუქციებს. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს არ ეპარებათ, უჩნდებათ ბევრი კითხვის ნიშანი და უკვე, ფაქტობრივად ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება, ისინი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ეკითხებიან თავიანთ გარე უფროსებს, როგორ იმოქმედონ და საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია