ქვეყანაში ძირითადად A
ტიპის გრიპის ვირუსი
ცირკულირებს, ასევე,
გავრცელებულია გრიპის
სხვადასხვა ტიპები.
ინკუბაციის პერიოდი
სამიდან ექვს
დღემდეა. მედიკოსების
თქმით, გრიპის
საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ყველაზე მნიშვნელოვანი
პრევენციაა.
სპეციალისტები
მოსახლეობას ჰიგიენის
ნორმების დაცვის, შიდა
სივრცეების ხშირად
განიავებისა და
ხალხმრავალ ადგილებში
პირბადის გამოყენებისკენ
მოუწოდებენ.„ბოლო კვირაში
ძირითადად ცირკულირებდა A
ტიპის გრიპის ვირუსები.
საგანგაშო ნამდვილად
არაფერი ხდება, არ სცილდება
ეპიდემიურ ზღვარს. ყველაზე
კარგი დაცვა არის გრიპის
საწინააღმდეგო
ვაქცინაცია.ჩინეთში
შემთხვევები იმაზე
ნაკლებია, რაც შარშან ამ
პერიოდში იყო. ჩინეთშიც,
ისევე როგორც მსოფლიოს
ბევრ ქვეყანაში A ტიპის
ვირუსია წამყვანი და ამან
გამოიწვია ზოგიერთ
რეგიონში ეპიდემიური
მატება“, - განაცხადა
დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის
მოადგილემ პაატა
იმნაძემ.„H1N1-ის
შემთხვევებიც არის, მაგრამ
არის მეტა პნევმო ვირუსის
შემთხვევებიც, რომელიც
აგრესიულად მიმდინარე
დაავადება არ არის, თუმცა,
მცირე ასაკის ბავშვებში და
ასაკოვნებში საყურადღებოდ
მიდის. განსაკუთრებით,
ფონური დაავადებები თუ
არის, სასურველია,
დაავადების დაწყებიდან
მეორე-მესამე დღესვე
მიმართონ კლინიკებს. თუ
არის ჯანმრთელი ადამიანი
და 4-5 დღე მაღალი
ტემპერატურა, კუნთებისა და
სახსრების ტკივილი
გრძელდება, აქვს სუნთქვის
გაძნელება, ამ
შემთხვევაშიც აუცილებლად
უნდა მომართონ კლინიკას“, -
ამბობს ექიმი
ინფექციონისტი ქეთევან
ჩიქოვანი.