ის პროცესი, რომელიც ახლა
მიდის, რომ რაღაც ფორმით
საფრთხე შეუქმნან ქვეყნის
მიღწევებს, რაზეც
სახელმწიფომ ამდენი წელი
იმუშავა და ხელისუფლების
დისკრედიტაცია მოახდინონ,
ჩემთვის მოულოდნელი არ
არის, - განაცხადა „ქართული
ოცნების“ წევრმა, ლევან
მახაშვილმა. ის
გამოეხმაურა ევროკავშირის
საგარეო საქმეთა
მინისტრებისადმი
ოპოზიციის მიერ საიდუმლოდ
გაგზავნილ წერილს.„რა თქმა
უნდა ეს ის საქმიანობა არ
არის, რომელსაც პატრიოტი
პოლიტიკური პარტიები უნდა
აკეთებდნენ“, - აღნიშნა
მახაშვილმა.ოთხმა
ოპოზიციურმა პარტიამ -
„ნაციონალურმა
მოძრაობამ“, „ახალმა“,
„ლელომ“ და „გახარია -
საქართველოსთვის“,
ევროკავშირის საგარეო
საქმეთა მინისტრებს
მიმართეს წერილით,
რომლითაც საქართველოსთან
ყველა დონეზე
ურთიერთობების შეჩერება
და ახლად არჩეული
პარლამენტის
არალეგიტიმურად
გამოცხადება მოითხოვეს.