რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე აქციას
საპროტესტო მსვლელობით
ახალგაზრდა მეცნიერები,
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტები
და ლექტორები
შემოუერთდნენ.მსვლელობა
ილიას უნივერსიტეტიდან
დაიწყო. ისინი სხვადასხვა
შინაარსის საპროტესტო
ბანერებითა და პლაკატებით
პარლამენტის წინ
მსვლელობით
მოვიდნენ.რუსთაველის
გამზირზე საპროტესტო
აქცია უკვე მე-19 დღეა,
უწყვეტად
მიმდინარეობს.ინფორმაციისთვის,
მოქალაქეები „ქართული
ოცნების“ 28 ნოემბრის
გადაწყვეტილებას
აპროტესტებენ, რომლის
თანახმად, საქართველო 2028
წლის ბოლომდე
ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხს დღის წესრიგში არ
დააყენებს. მათი მოთხოვნა
უცვლელია - დაინიშნოს
ხელახალი არჩევნები და
გათავისუფლდნენ პროტესტის
დროს დაკავებული
მოქალაქეები.