პროტესტის 26-ე დღე, უცვლელი
მოთხოვნებით უცვლელ
ადგილას: ახალი არჩევნების
დანიშვნა და
დემონსტრაციების დროს
დაკავებული პირების
გათავისუფლება.
რუსთაველის გამზირი ისევ
გადაკეტილია.შეკრება
ზუსტად 20:00 საათზე დაიწყო.
აქციის მონაწილეებს
მიტანილი აქვთ
საქართველოსა და
ევროკავშირის დროშები,
ასევე სხვადასხვა
შინაარსის ბანერები.აქცია
მშვიდ ვითარებაში
მიმდინარეობს. აქციის
მონაწილეებს არ
გამოუყენებიათ
პიროტექნიკა.თავისუფლების
მოედანი, 9 აპრილისა და
ჭიჭინაძის ქუჩები
თავისუფალია.
მობილიზებულია საპატრულო
და სასწრაფო დახმარების
რამდენიმე ეკიპაჟი.