მოქალაქეების უწყვეტმა,
მრავალკვირიანმა
პროტესტმა შედეგი გამოიღო.
თვითგამოცხადებულ
ხელისუფლებას არ აქვს
აღიარება არც ქვეყნის
შიგნით, არც ქვეყნის გარეთ,
– ამის შესახებ
„ერთიანობა – ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერმა,
გიორგი ვაშაძემ სოციალურ
ქსელში დაწერა.მისი თქმით,
ბიძინა ივანიშვილს
ფაქტობრივად შემოეცალა ე.წ.
კარის ინტელიგენცია და
რამდენიმე ათასი
დაქირავებული ავაზაკის
ამარა დარჩა.„ჩვენი
მოქალაქეების უწყვეტმა,
მრავალკვირიანმა
პროტესტმა შედეგი გამოიღო.
თვითგამოცხადებულ
ხელისუფლებას არ აქვს
აღიარება არც ქვეყნის
შიგნით, არც ქვეყნის გარეთ.
საერთაშორისო ოფიციალურ
დოკუმენტებში მათ
მოიხსენიებენ, როგორც
ივანიშვილის „ქართულ
ოცნებას“. დაიწყო
სხვადასხვა ქვეყნის მიერ,
მათ შორის, აშშ-ის მხრიდან,
დემოკრატიის ხელის
შემშლელი და ძალადობაში
მხილებული
მაღალჩინოსნების
დასანქცირება. არ დარჩა
ქართულ საზოგადოებაში
არცერთი პროფესიული თუ
საზოგადოებრივი
გაერთიანება, რომელიც ღიად
არ გამოხატავს პროტესტს.
ივანიშვილს ფაქტობრივად
შემოეცალა ე.წ. კარის
ინტელიგენცია და დარჩა
რამდენიმე ათასი
დაქირავებული ავაზაკის
ამარა. შესაბამისად,
ივანიშვილის
თვითგამოცხადებული
პარლამენტის მიერ
ფიქტიური პრეზიდენტის
არჩევა არაფერს ცვლის.
პროტესტის შედეგები
სახეზეა, ამიტომ ახლა
პროტესტი არა მარტო არ უნდა
შეწყდეს ან შერბილდეს,
არამედ უნდა გახდეს უფრო
პრინციპული იმისათვის, რომ
მივაღწიოთ:
პოლიტპატიმრების
გათავისუფლებას, ახალ
არჩევნებს, ევროპისკენ
დაუბრკოლებელ სვლას!“ –
წერს გიორგი ვაშაძე.