პროკურატურის მიერ ჩატარებული არაერთი ექსპერიმენტითა და გამოძიებით, დადასტურდა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო - ლადო ბოჟაძე

Primetime.ge 3 თვის წინ 49
პროკურატურის მიერ ჩატარებული არაერთი ექსპერიმენტითა და გამოძიებით, დადასტურდა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო - ლადო ბოჟაძე
"პროკურატურამ, გამოძიების ფარგლებში, ჩაატარა არაერთი ექსპერიმენტი და დადასტურდა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო" - ასე ეხმიანება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე, საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად მომზადებულ შუალედურ ანგარიშს, რომელიც არჩევნებზე ვერიფიკაციის აპარატების მუშაობას უკავშირდება."თითქმის 3 თვეა, რაც არჩევნები დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, ვერც საზოგადოებისთვის, ვერც - გამოძიებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ვერ წარუდგინეს ვერანაირი მტკიცებულებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ეუთოს დასკვნაში მოხვდა სწორედ ის შეფასებები, რომელიც იყო ობიექტური და სამართლიანი და არა ის საკითხები, რომლებსაც ისინი აყენებდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ითანამშრომლეს, არ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები. პროკურატურამ მაინც, გამოძიების ფარგლებში, ჩაატარა არაერთი ექსპერიმენტი და დადასტურდა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო. დიახ, ვერიფიკაციის აპარატი უზრუნველყოფდა პრინციპს - ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა. ეუთოს დასკვნის შემდეგ, პროკურატურის შუალედური ანგარიშის შემდეგ, ოპოზიციას აღარ რჩება არანაირი არგუმენტი", - აცხადებს ლადო ბოჟაძე.პროკურატურამ გამოძიების შედეგი გუშინ გამოაქვეყნა. დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატით ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა შეუძლებელია. ჩატარდა არაერთი ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზაც.საკითხზე ძიება 30 ოქტომბერს, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო და დღესაც გრძელდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია