
galt & taggart -ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის აპრილის განახლების მიხედვით, პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 80% უკვე გაყიდულია. ამასთან, გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებულ შიდა განვადებაზე მოდის.
როგორც საინვესტიციო ბანკი წერს, გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი და 2025 წლის 4 თვეში ჯამური გაყიდვების 11% შეადგინა. არსებულ ტენდნეციას galt & taggart თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობით ხსნის. რაც შეეხება წლის 4 თვეში არსებულ მონაცემებს, გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.5%-ით შემცირდა. “კლების მიზეზი ბაზარზე არსებული გაუარესებული სენტიმენტებია, რაც მყიდველებს მოთხოვნის გადავადებისკენ უბიძგებს,” – ნათქვამია განახლებაში.
მონაცემები 20 სისტემური დეველოპერის გამოკითხვას ეყრდნობა, რომელიც დედაქალაქში 90-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს მოიცავს, რაც მთლიანი ბაზრის დაახლოებით 40%-ია.