"ქართული ოცნებიდან" წასული
პოლიტიკოსების ოპოზიციურ
პარტიებში გაერთიანებას,
მმართველ გუნდში აფასებენ
და აცხადებენ, რომ მათ
ოპონენტებს განახლების
რესურსი არ აქვთ. გახარიას
პარტიის საპარლამენტო სია
გუშინ გახდა ცნობილი.
მესამე ნომრად ზვიად
ძიძიგური, მეხუთე ნომრად კი
დიმიტრი ცქიტიშვილი
დასახელდა.ოცეულშია
"ოცნებიდან" წასული ლევან
გოგიჩაიშვილიც. სიახლეა
ასევე კოალიცია "ძლიერ
საქართველოშიც", რომელსაც
ყოფილი პრეზიდენტი გიორგი
მარგველაშვილი
შეუერთდა.პარტიის
”გახარია
საქართველოსთვის” წევრი
თეონა აქუბარდია აცხადებს,
რომ ივანიშვილმა თავად
უღალატა თავისივე
ღირებულებებს."ქართული
ოცნება" ღელავს იმაზე, რომ
ჩვენს სიაში არიან ის
ნდობით აღჭურვილი ყოფილი
"ქართული ოცნების"
დეპუტატები, რომელთაც
არანაირი პოლიტიკური ცუდი
წარსული არ გააჩნიათ, მაშინ
როდესაც სავსეა მათი სია
"ნაციონალური მოძრაობიდან"
პორტირებული ადამიანებით.
თავად ივანიშვილმა
უღალატა თავის
ღირებულებებს, ახლა კი
ძალიან ღელავს, როდესაც
ხედავს იმ ადამიანებს
ოპოზიციის სიაში, რომელთაც
არ ჰქონდათ კომპრომისი არც
ღირებულებასთან და არც
ღირსებასთან,"- აცხადებს
თეონა აქუბარდია.”ძლიერი
საქართველო - ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის”
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის
მოადგილე, კოალიცია
”ძლიერი საქართველო” ანა
ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ
"ქართული ოცნებისთვის"
მიუღებელია ადამიანი
რომელიც
პატრიოტია."მათთვის არ
მიკვრის რომ მიუღებელია
პრეზიდენტი, რომელიც იყო
პატრიოტი ადამიანი. ის არის
თავისი ქვეყნის პატრიოტი
და პრეზიდენტად
მსახურობის დროს
ემსახურებოდა
საქართველოს. პრინციპული
ადამიანები, რომელთაც
სამშობლოს ერთგულება
აირჩიეს და არა რუსული
გეზი, რომელიც ოცნებამ
აიღო, რა თქმა უნდა, ჩვენი
კოალიციისთვის არის
ძალიან მნიშვნელოვანი,"-
აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.