პრემიერს 28 ნოემბრის განცხადება მოწმენდილ ცაზე არ გაუკეთებია, უნდა დავაკვირდეთ მთლიან პოლიტიკურ პროცესს, რა ხდებოდა მანამდე – პიმენ ყურაშვილი

News.ge 6 დღის წინ 10
პრემიერს 28 ნოემბრის განცხადება მოწმენდილ ცაზე არ გაუკეთებია, უნდა დავაკვირდეთ მთლიან პოლიტიკურ პროცესს, რა ხდებოდა მანამდე – პიმენ ყურაშვილი

პრემიერის 28 ნოემბრის განცხადების ორმაგად ამოგლეჯა მოხდა – ერთი წინადადება ამოგლიჯეს მთელი განცხადებიდან და ასევე კონტექსტიდან ამოგლიჯეს სიტუაციაც, პრემიერს მოწმენდილ ცაზე განცხადება არ გაუკეთებია, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, „საზოგადოება ქართულის“ წევრმა პიმენ ყურაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მაშინ, როცა 500 და მეტი პარლამენტარი არჩევნებამდე ცოტახნით ადრე რეზოლუციებში აკეთებს ჩანაწერს და გეუბნება, რომ დაუწესე რუსებს სანქციები, ბევრისთვის ეს არის წითელი ხაზი.
„პრემიერის 28 ნოემბრის განცხადება მე პირადად სავსებით ადეკვატურად მომეჩვენა. სხვების მხრიდან მოხდა განცხადების კონტექსტიდან ორმაგად ამოგლეჯა. მთლიანი განცხადებიდან ამოგლიჯეს ერთი წინადადება და არ მომხდარა მთელი განცხადების გააზრება. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებას, მე მგონია ასჯერ გაზომილია და ერთხელ გაჭრილი თითოეული სიტყვა. დიპლომატიაში თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა. ასე ვიცი მე ყოველ შემთხვევაში. მეორე, ასევე მოხდა კონტექსტიდან ამოგლეჯა სიტუაციის. პრემიერი მოწმენდილ ცაზე არ გამოსულა და არ უთქვამს ეს ყველაფერი.
უნდა დავაკვირდეთ მთლიან პოლიტიკურ პროცესს, რა ხდებოდა მანამდე – რაც [ში] ომი დაიწყო, ევროპარლამენტი იღებს ისეთ რეზოლუციებს, რაც საქართველოში 99%-მა იცის, რომ მტკნარი სიცრუეა. მაგალითად, საქართველოს დადანაშაულება, რომ თურმე კეზერაშვილი არის მედია მენეჯერი, რომელსაც უდანაშაულოდ ვდევნიდით.
მეც თავიდან შეიძლება ცოტა უკურეაქცია მქონდა, როცა ასე ძალიან სააშკარაოზე გამოვიდა დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის. მეც ვფიქრობდი, რომ მოდი მოვითმინოთ და მაინც გავაგრძელოთ ურთიერთობა, რადგან თვითონ როგორც აცხადებდნენ კარი ღიაა, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, ჩემი აზრით. ერთი ხელით მეუბნებოდე, რომ კარი ღიაა და მეორე ხელით 500 და მეტი პარლამენტარი ხელს აწერდეს მტკნარ სისულელეებს, ეს არ არის კარის გაღება, ჩემი აზრით. აქ სხვა დაინტერესებაზეა საუბარი და ზეწოლის იარაღად ხდება ვითომ კარის გაღების გამოყენება.
500 და მეტი პარლამენტარი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რეზოლუციებში როცა გააჩენს ჩანაწერს და გეუბნება, რომ დაუწესე რუსებს სანქციები, ჩემთვის ეს არის წითელი ხაზი და მგონია, რომ ძალიან ბევრი იტყვის ასე. თუნდაც 1%-ით რომ ზრდიდეს რისკს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ესკალაციის, რატომ მაიძულებ და მეუბნები, რომ დავუწესო რუსეთს სანქციები, როდესაც შეიძლება თუნდაც 1%-ით გავზარდო რისკი, რომ მოსახლეობის უმეტესობას, ჩემს ქვეყანას დაემუქროს საფრთხე?! პოზიცია-ოპოზიცია ყველა ვთანხმდებით იმაზე, პუტინი როგორი მმართველი და ადამიანიცაა და რომ მისგან არავის გაუკვირდება ერთ დღეს ადგეს, არ უნდა ამისთვის დიდი მიზეზი და გამოუშვას დედაქალაქისკენ [ჯარი]. ეს ვინმეს უნდა?! როგორ უნდა გაამართლოს ეს?! საუბარი აღარ მაქვს ეკონომიკურ გავლენებზე“, – აღნიშნა პიმენ ყურაშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია