მაქსიმალურად არის
გააქტიურებული საარჩევნო
შტაბის მუშაობა,
მაქსიმალურად გვჭირდება
ჩვენ მხარდაჭერის
მობილიზაცია და რა თქმა
უნდა, ამ შტაბის მუშაობა
ხელს შეუწყობს იმას, რომ
ჩვენ გვექნება ძალიან
ღირსეული შედეგი 26
ოქტომბერს, - განაცხადა
მედიასთან საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ „ქართული
ოცნების“ მხარდამჭერთა
კლუბის გახსნის
შემდეგ.„ჩვენი
მხარდაჭერაც დღესაც არის
დაახლოებით 60%, თუმცა
მუდმივად უნდა ვიყოთ
მობილიზებული და ყოველ
ხმას აქვს ჩვენთვის
განსაკუთრებული
მნიშვნელობა. ყველაფერს
გავაკეთებთ იმისთვის, რომ
მაქსიმალური შედეგი
მივიღოთ 26 ოქტომბრის
არჩევნებზე“, - აღნიშნა
ირაკლი
კობახიძემ.თბილისში
„ქართული ოცნების“
მხარდამჭერთა კლუბი
გაიხსნა.