„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც თვალსაჩინოა ყველა მიმართულებით“ - ოთარ შამუგია

Primetime.ge 2 თვის წინ 23
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც თვალსაჩინოა ყველა მიმართულებით“ - ოთარ შამუგია
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც თვალსაჩინოა ყველა მიმართულებით. ეს შედეგები დადასტურებულია არაერთი კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მათი კვლევებითა და შეფასებებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მედიასთან.ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა და აღნიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო თანხა, რაც მიმართული იქნება აგრარული დარგის დასაფინანსებლად.„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ხელშესახებ შედეგზე ყველა მიმართულებით, თუმცა მე ყურადღებას გავამახვილებ სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაზე. ბოლო 12 წლის განმავლობაში გვაქვს სამჯერ გაზრდილი ექსპორტი, დაახლოებით 10 მლრდ ლარითაა გაზრდილი აგრობიზნესის გამოშვება; ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 4-ჯერ. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმები და იმ მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გვქონდა სოფლის მეურნეობაში და ასევე ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით გავატარეთ; ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ მიღწევებსა და პროგრესზე, რაც გაქვს გარემოს დაცვის კუთხით. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ადრეული გაფრთხილების სისტემის მიმართულებით. ჩვენ შვეიცარიელ ექსპერტებთან, ფინეთის მეტეოსამსახურთან ერთად, დაწყებული გვაქვს სრულიად თანამედროვე სისტემების დანერგვა ქვეყანაში, რომელიც დროთა განმავლობაში, უკვე მომავალ წლებში სრულად იფუნქციონირებს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია