მე რაც მოვისმინე,
პრეზიდენტმა იქ უამრავი
სისულელე ილაპარაკა,
უბრალოდ შემრცხვა, რომ ჩემი
პრეზიდენტი ლაპარაკობდა
იმ სისულელეებს, რასაც
ვისმენდი, მაგრამ
„ქართული ოცნების“
კრიტიკა მგონი, არაფერში
წერია, – ამის შესახებ
„გირჩის“ წევრმა, იაგო
ხვიჩიამ
განაცხადა.ხვიჩიას თქმით,
საუბარი იმის შესახებ, რომ
სალომე ზურაბიშვილი
გერმანიის კანონმდებლობას
არღვევს,
არასერიოზულია.„პრეზიდენტი
თურმე გერმანიის
კანონმდებლობას არღვევს
იმიტომ, რომ გერმანიაში
ქართველ ემიგრანტებს
რაღაც სისულელეებს
ელაპარაკება, ეს არაფერ
შუაში არ არის. „ქართულ
ოცნებას“ შეეძლო
პრეზიდენტის გამოსვლა
ამოეღო, ის უამრავი
მარგალიტისგან შედგებოდა,
მაგრამ პრეზიდენტი
ქვეყნიდან გასვლით კანონს
არღვევს, გერმანიაში ხმა
ამოიღო და გერმანიის
კანონს არღვევს, ეს
არასერიოზული ამბავია
პროპაგანდით
თავგზააბნეული საკუთარი
ამომრჩევლისთვის“, –
განაცხადა ხვიჩიამ.