პრეზიდენტი არჩევნების მონიტორინგისთვის საკოორდინაციო პლატფორმას აანონსებს და ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოუწოდებს

Civil Georgia 2 თვის წინ 67
პრეზიდენტი არჩევნების მონიტორინგისთვის საკოორდინაციო პლატფორმას აანონსებს და ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოუწოდებს

7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ემიგრანტებს მიმართა და ოქტომბრის არჩევნებისთვის მობილიზებისკენ მოუწოდა. მან ასევე დააანონსა არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმის შექმნის შესახებ, რათა „ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში. მან ქართველებს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს დიდი რაოდენობით მივიდნენ არჩევნებზე და დაამარცხონ გაყალბება.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საკონსულოების მიერ შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, დიასპორის დიდმა ნაწილმა მოახერხა არჩევნებისთვის დარეგისტრირება. პრეზიდენტმა მოუწოდა ამ ორგანოებს განახორციელონ საჭირო ღონისძიებები, რათა დარეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა ხმის მიცემის უფლების გამოყენება შეძლონ.

აღნიშნა რა, რომ დიასპორა ბოლო დღეებში ძალიან აქტიურია, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს საქართველოს ევროპული მომავლისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

მან მოქალაქეებს ხმის დასაცავად მობილიზებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ასევე მოუწდა ამომრჩევლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, არჩევნების მონიტორინგისთვის მომზადება გაიარონ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია