სხვადასხვა პოლიტიკური
პარტიისა და ახალგაზრდული
მოძრაობის გუშინ
დაკავებულ წევრებს, დღეს,
ბრალი ოფიციალურად უნდა
წარედგინოთ. არ არის
გამორიცხული მათი ნაწილი
დღესვე წარდგეს
სასამართლოს წინაშე და
მათთვის აღკვეთის
ღონისძიება
განისაზღვროს.დაკავებებთან
ერთად,
სამართალდამცველებმა
გუშინ ჩხრეკა ჩაატარეს
ოფისებსა და დაკავებულთა
საცხოვრებელ სახლებში.
დაკავებულთაგან ნაწილს
ჯგუფური ძალადობის
ორგანიზებასა და ჯგუფურ
ძალადობაში
ადანაშაულებენ, მეორე
ნაწილის წინააღმდეგ კი,
საქმე პოლიციელზე
თავდასხმისა და ნივთის
დაზიანების მუხლებით არის
აღძრული.მმართველმა
გუნდმა ჩხრეკასა და
დაკავებებს პრევენცია
უწოდა. მათი მტკიცებით,
ბოლო დღეების ძალადობრივი
ქმედებების უკან
ოპოზიციის პარტიული
რესურსი
დგას.ადმინისტრაციული
წესით დაკავებულთა შორის
არის ნიკა გვარამიაც -
"კოალიცია
ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ
ლიდერს წვრილმან
ხულიგნობასა და
პოლიციელის მოთხოვნის
შეუსრულებლობას
ედავებიან.