თემურ ჭყონიას ერთ
მეგობრულ რჩევას მივცემდი.
ზედმეტად თავს ნუ
დაიიმედებს და პოლიტიკაში
ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის
სანქციებს მიხედოს,
რომლებიც შეიძლება
თავისივე სათავო ოფისიდან
დაუწესონ იმის გამო, რომ
პოლიტიკაში ზედმეტად
ერევა, - განაცხადა
განაცხადა „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელმა
მდივანმა, საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა და
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ
მამუკა მდინარაძემ თემურ
ჭყონიას
განცხადებაზე.ბიზნესმენი
თემურ ჭყონია თბილისის
საქალაქო სასამართლოსთან
მივიდა, სადაც
პარლამენტთან მიმდინარე
საპროტესტო აქციების დროს
ჯგუფურ ძალადობაში
მონაწილეობის ბრალდებით
დაკავებული მსახიობის,
ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ
ონისე ცხადაძისა და კიდევ 9
პირის საქმეზე სხდომა
მიმდინარეობს. ჭყონიას
განცხადებით, მისთვის
მიუღებელია მათი
გასამართლება, რადგან
„ისინი მხარში ედგნენ
საქართველოს
მომავალს“.“არ ვიცი ახლა
მისი ლიცენზიის პირობები,
მაგრამ ლიცენზიის
პირობებს ჩახედოს კარგად.
მე ბევრი გამიგია მსგავსი
კომპანია, რომელიც თავის
ფილიალებს ასანქცირებს
იმის გამო, რომ ისინი
პოლიტიკაში ერევიან.
აქედან გამომდინარე, სულ
ყველამ თავს მიხედოს, ვინც
დაიმედებულია ქართველი
ხალხის არჩევანის
დასანქცირებით. ცოტა
დაფიქრდნენ იმაზეც სულ
ყველა, ამ შემთხვევაში
თემურ ჭყონიას არ ეხება
მხოლოდ ეს, ყველა დაფიქრდეს
იმაზე, როგორ ვითარდება
გეოპოლიტიკური
მიმართულებით,
განსაკუთრებით მსოფლიოში
მოვლენები, რა ხდება
მსოფლიოში და ესენი
დარბიან აქ და ბებიას
„ბაბუშკა“ ვერ ერქმევა,
მაიმუნს „ობეზიანა“, ძაღლს
„საბაკა“ და რაღაც
სისულელეებს ლაპარაკობენ.
ჭადრაკის დაფის „მაიდნის“
მოდელებს გადმოიტანენ
ხოლმე და მსოფლიოში ცოტა
სხვანაირად ვითარდება
მოვლენები, ცოტა სხვა
მასშტაბურ გლობალურ
გადალაგებებთან და
ტურბულენტობებთან გვაქვს
საქმე“, - განაცხადა
მდინარაძემ.მისი თქმით,
ქართველებმა ერთი მთავარი,
რაც უნდა უზრუნველყონ არის
ის, რომ ამ დიდ, გლობალურ
ტურბულენტობაში და
გლობალურ პროცესებში
ქვეყანამ თავისი თავი
შეინარჩუნოს და
გადაირჩინოს.„ამაზე ვართ
მხოლოდ ორიენტირებულები
და შენ, ქართველი, ეთნიკური
ქართველი აქ რომ მებრძვი
სხვისი სახელით იქნებ ცოტა
მაინც დაფიქრდე, ცოტა ხანი
მაინც გაიწიო გვერდზე, რომ
ფიზიკურად გადავრჩეთ და
არც ამას ვლაპარაკობ
შემთხვევით. როდესაც იცი
რომ ფიზიკური გადარჩენის
საფრთხე აქვს შენს
ქვეყანას და მაინც ვიღაცის
ინტერესებს ატარებ და მერე
ცდილობ, რომ სხვას მოღალატე
დაარქვა, ეს ღალატიც კი
აღარ არის. ეს არის
უკანასკნელი ფსკერი,
რომლის იქით მავნებლობა
საკუთარი სამშობლოს
წინაშე აღარ არსებობს. ეს
უნდა გავითავისოთ ყველამ -
ეს იქნება ახალგაზრდა, ეს
იქნება ხანშიშესული თუ
შუახნის ადამიანი, ყველამ
უნდა გავითავისოთ, რომ ახლა
არის დრო, როდესაც ამ
გლობალური, დიდი ძვრების
პროცესში ამ პატარა,
მაგრამ, საბედნიეროდ,
ამაყმა ქვეყანამ ბრძენი
ხალხით საკუთარი თავი უნდა
გადაარჩინოს და გავიდეს
სამშვიდობოს საღ-სალამათი,
ცოცხალი ფიზიკურად და
ელემენტარული
ეკონომიკით“, - აღნიშნა
მდინარაძემ.მდინარაძის
თქმით, ახლა ქართველი ხალხი
ორიენტირებული უნდა იყოს
იმაზე, რომ ამ დიდი
გადანაწილებების მომენტში
შეინახოს ქვეყანამ თავი,
განავითაროს
ეკონომიკა.„ამ პირობებში
მოვახერხეთ, რომ 4 000
დოლარიდან 8 000-ზე ავედით ერთ
სულ მოსახლეზე მთლიანი
შიდა პროდუქტით და
ეკონომიკა გავზარდეთ 30-დან
90 მლრდ-მდე და მგონი რაღაც
შეგვიქმნია ხომ? ციფრებს
რომ დავხედოთ, თორემ ამათ
ლაპარაკს თუ ვუსმინეთ
ჩელიაბინსკში ვართ და
რეალურად, ვინც
ჩელიაბინსკში გრძნობს
თავს გაიხედ-გამოიხედოს და
რაღაც ფაქტებზე
დაყრდნობით ოდნავი
დასკვნები მაინც
გააკეთოს“, - განაცხადა
მდინარაძემ.