პიროტექნიკას იყენებენ რადიკალური აქციის მონაწილეები პოლიციელების დასაზიანებლად, შტურმისთვის პარლამენტზე, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ლიცენზირებას დაექვემდებაროს რეალიზება და შემოტანა - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 23
პიროტექნიკას იყენებენ რადიკალური აქციის მონაწილეები პოლიციელების დასაზიანებლად, შტურმისთვის პარლამენტზე, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ლიცენზირებას დაექვემდებაროს რეალიზება და შემოტანა - გურამ მაჭარაშვილი
ჩვენ დავინახეთ, განსაკუთრებით ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, რომ პიროტექნიკას სამწუხაროდ, იყენებენ რადიკალური აქციის მონაწილეები პოლიციელების დასაზიანებლად, შტურმისთვის პარლამენტზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი ახალი რეგულაციების შემოღებისა.„ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ლიცენზირებას დაექვემდებაროს რეალიზება და ზოგადად შემოტანა პიროტექნიკის, ლაზერების და ა.შ. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. საჯარო პროტესტის დროს ნიღაბი რატომ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს, ვერ ახსნა ეს ვერავინ, თუ საჯაროდ აპროტესტებ კი ბატონო. აქედან გამომდინარეა ზუსტად ეს რეგულაციები“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.საპროტესტო აქციებზე ნიღბით სახის დაფარვა, პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება აიკრძალება - პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონი პრევენციული ხასიათის იქნება. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
სრულად წაიკითხეთ სტატია