გავაგრძელებთ
პარტნიორებთან მუშობას,
რათა ყველა დამნაშავემ,
რომელსაც დანაშაული აქვს
ქვეყანაში ჩადენილი,
კანონის შესაბამისად აგოს
პასუხი, – ამის შესახებ
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა, ილია
დარჩიაშვილმა
განაცხადა.მისი თქმით,
ზურაბ ადეიშვილის გაერო-ში
ყოფნა, სამწუხარო
ფაქტია.„ეს ძალიან
სამწუხარო ფაქტია, ჩვენ
ამაზე ყოველთვის ვახდენთ
რეაგირებას. ვმუშაობთ
პარტნიორებთან და
მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი
მუდმივად უნდა იყოს
განხილვის საგანი.
გავაგრძელებთ ჩვენს
პარტნიორებთან მუშობას,
რათა ყველა დამნაშავემ,
რომელსაც დანაშაული აქვს
ქვეყანაში ჩადენილი,
კანონის შესაბამისად აგოს
პასუხი“, – აღნიშნა
დარჩიაშვილმა.საქართველოს
იუსტიციის ყოფილი
მინისტრი ზურაბ ადეიშვილი,
რომელიც საქართველოში
რამდენიმე საქმეზე
ბრალდებული, რამდენიმეზე
კი მსჯავრდებული და
ძებნილია, გაერო-ს
შტაბბინაში იმყოფებოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა
სამინისტრომ გამოაქვეყნა
ინფორმაცია და ფოტომასალა
გაერო-ს შტაბბინაში
უკრაინის მეგობართა
ჯგუფის შეხვედრაში
მინისტრ ანდრეი სიბიგას
მონაწილეობასთან
დაკავშირებით, სადაც ასევე
ჩანს ზურაბ ადეიშვილი.