"ქართული ოცნება-
დემოკრატიული
საქართველოს" ბოლნისის,
დმანისის, თეთრიწყაროსა და
წალკის დელეგატი დავით
შერაზადიშვილი, წალკის
რაიონის სოფლების:
ჩივთქილისას, კაბურისა და
ხაჩკოვის მოსახლეობას
შეხვდა.დავით
შერაზადიშვილმა შეაჯამა
სოფლებში განხორციელებული
და მიმდინარე პროექტები.
ასევე 26 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების
მნიშვნელობაზე ისაუბრა
ამომრჩეველთან.„ჩემთვის
რეგიონი კარგად ნაცნობია
და მომდევნო ოთხი წლის
მანძილზე, თქვენთან ერთად,
შესაძლებლობა მექნება,
კიდევ უფრო სიღრმისეულად
განვიხილო არსებული
გამოწვევები და დავსახო
მათი მოგვარების გზები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო
წლების მანძილზე
შესრულებულია
მნიშვნელოვანი საგზაო
ინფრასტრუქტურული
პროექტები და აუცილებლად
ვიმუშავებთ იმისათვის, რომ
ინფრასტრუქტურა კიდევ
უფრო მეტად გაუმჯობესდეს,
რაც ხელს შეუწყობს
მოსახლეობის კეთილდღეობის
ზრდას,“- განაცხადა დავით
შერაზადიშვილმა.საარჩევნო
შეხვედრებს წალკის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე -
ირაკლი გიგინეიშვილი
ესწრებოდა.