პარლამენტში საქართველო-მონტენეგროს მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა

Primetime.ge 2 თვის წინ 67
პარლამენტში საქართველო-მონტენეგროს მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კოლეგებთან ერთად, მონტენეგროს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.„შეხვედრაზე განვიხილეთ ორივე ქვეყანაში საელჩოების გახსნის საკითხი. ვისაუბრეთ, რამდენად არის შესაძლებელი თბილისსა და პოდგორიცას შორის დაინიშნოს პირდაპირი ავიარეისები. ტურიზმის განვითარებისა და ხალხთა დაახლოების ხელშეწყობის მიზნით, ასევე განვიხილეთ მონტენეგროს და საქართველოს ქალაქების დამეგობრების საკითხი.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალ წელს, მონტენეგროში დაგეგმილია ქართული კულტურის დღეების გამართვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა. ასევე, საპატიო კონსულები საქართველოსა და მონტენეგროს მხრიდან - თემურ ქურხული და რადე ვუიაჩიჩი.
სრულად წაიკითხეთ სტატია