პარლამენტში დღეს ქვეყნის
მთავარი ფინანსური
დოკუმენტის საკომიტეტო
განხილვები გაიმართება. 2025
წლის ბიუჯეტის პროექტის
მიხედვით, დაფინანსება
ყველა მიმართულებით
იზრდება -
გათვალისწინებულია
პენსიების მატება, იზრდება
სოციალური და ჯანდაცვის
პროგრამების
დაფინანსება.განათლების
და მეცნიერების
მიმართულებით დაფინანსება
გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე
მეტით, კულტურისა და
სპორტის დაფინანსებაზე
ნაერთი ბიუჯეტიდან
მიიმართება 920,0 მლნ ლარზე
მეტი, ხოლო სახელმწიფო
ბიუჯეტის ფარგლებში
გათვალისწინებულია 515 მლნ
ლარი.თავდაცვის, შინაგან
საქმეთა სამინისტროს და
უსაფრთხოების
სამსახურების დაფინანსება
იზრდება 330 მლნ ლარზე
მეტით. ინფრასტრუქტურის
განვითარებაზე მიიმართება
7 მილიარდ ლარზე მეტი.
სოფლის მეურნეობის
პროგრამების
დაფინანსებისთვის
გათვალისწინებულია 630 მლნ
ლარზე მეტი; გარემოს დაცვის
პროგრამების
დაფინანსებისთვის
გამოყოფილია 240 მლნ.2025 წლის
ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას,
დეკემბერში ახალი
პარლამენტი დაამტკიცებს.