საკანონმდებლო ორგანოში 2025
წლის ბიუჯეტის პირველადი
ვერსიის საკომიტეტო
განხილვები იწყება.
ქვეყნის მთავარ ფინანსურ
დოკუმენტზე დეპუტატები
დღეს განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის სხდომაზე
იმსჯელებენ. ბიუჯეტის
პარამეტრებს
კანონმდებლებს ფინანსთა
მინისტრის მოადგილე
გიორგი კაკაურიძე
წარუდგენს.ბიუჯეტის
ხარჯვითი წილი 2024 წელთან
შედარებით 2 მილიარდ 400
მილიონი ლარითაა გაზრდილი
და ჯამურად 31 მილიარდ 200
მილიონ ლარს შეადგენს.
დაფინანსება იზრდება
ყველა მიმართულებით, მათ
შორის განათლების და
მეცნიერების სამინისტროს
დაფინანსება 370 მილიონ
ლარზე მეტით ეზრდება, სადაც
გათვალისწინებულია
მასწავლებლების,
მანდატურებისა და
საბავშვო ბაღის
თანამშრომელთა ხელფასების
ზრდა.