პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

Civil Georgia 1 კვირა წინ 16
პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 10 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 88 ხმით 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს ახლად დანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.

2025 წლისთვის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6%-ის ოდენობით; დეფლატორის მაჩვენებელია 3% როგორც 2025 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში; ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 1%. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა, ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით, იზრდება 895.2 მლნ ლარით და შეადგენს 27.9 მლრდ ლარს.

საბიუჯეტო დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 8.82 მლრდ ლარი;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 3.09 მილიარდი ლარი;
  • კულტურის სამინისტრო – 297.6 მლნ ლარი;
  • სპორტის სამინისტრო – 298.4 მლნ ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 3.13 მლრდ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2.41 მლრდ ლარი, გრანტებში 18.5 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში – 700.8 მლნ ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 808.1 მლნ ლარი;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 947 მილიონი ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო – 121 მილიონი ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო – 442 მილიონი ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 215 მილიონი ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო – 1.73 მილიარდი ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1.4 მილიარდი ლარი (მოიცავს პოლიციელების ხელფასების 10%-იან ზრდას).

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია