პარლამენტის წევრები სპორტული პროგრამის „სასკოლო ლიგა“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას დაესწრნენ

Primetime.ge 2 თვის წინ 24
პარლამენტის წევრები სპორტული პროგრამის „სასკოლო ლიგა“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას დაესწრნენ
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისის საკრებულოში სპორტული პროგრამის „სასკოლო ლიგა“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციასა და „თბილისის სასკოლო ლიგის“ 2023-2024 წლების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სასკოლო ლიგის განვითარების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი 2023 წელს შეიქმნა. სტრატეგია, რომლის მიხედვით, სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში ერთი ელექტრონული პლატფორმის ქვეშ გაერთიანებულ სასკოლო ტურნირებში ყოველწლიურად 100 000 მოსწავლე ჩაერთვება, ხუთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმას მოიცავს.პრეზენტაციაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ახალგაზრდა სპორტსმენები „სასკოლო ლიგაში“ აქტიური ჩართულობისთვის დიპლომებითა და მადლობის სიგელებით საქართველოს პარლამენტის წევრებმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძემ, საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.2023-2024 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში გაიმართა და მასში 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის 12 000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ხორციელდება.ღონისძიება თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით მოეწყო. მას თბილისის საკრებულოს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დედაქალაქის მერიის, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, პროექტში მონაწილე სკოლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია