პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ძლიერდება. ახალი რეგლამენტით, რომელიც პარლამენტში დღეს განიხილება, ინტერპელაციების რაოდენობა იზრდება, ხოლო მინისტრის საათი უქმდება

Primetime.ge 1 კვირა წინ 18
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ძლიერდება. ახალი რეგლამენტით, რომელიც პარლამენტში დღეს განიხილება, ინტერპელაციების რაოდენობა იზრდება, ხოლო მინისტრის საათი უქმდება
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ძლიერდება. ახალი რეგლამენტით, რომელიც პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განიხილება, ინტერპელაციების რაოდენობა იზრდება. დეპუტატები შეძლებენ საჭირო საკითხებზე პრემიერი, მინისტრები და ანგარიშვალდებული პირები, პარლამენტში ყველა სასესიო კვირას დაიბარონ.ინტერპელაციების რაოდენობის ზრდის საფუძველზე, გაუქმდება მინისტრის საათის ფორმატი. რეგლამენტის ახალი პროექტით, მუდმივმოქმედ საბჭოებს დროებითი კომისიები ჩაანაცვლებს. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესიც.სახელისუფლებო გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ რეგლამენტი ახლებურად მოწესრიგდება, რაც საპარლამენტო საქმიანობას მეტად ეფექტურსა და სტრუქტურულად დახვეწილს გახდის.„ეს მეტად აქტიურს გახდის საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირებას, მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების კუთხით. მინისტრის საათი პრაქტიკულად ფორმალობად იყო გადაქცეული, შესაბამისად მინისტრებისთვის კითხვების დასმა და ამ რეჟიმში მათი მოსმენა, ვფიქრობთ, რომ ბევრად გააქტიურდება, ისევე როგორც გააქტიურდება საპარლამენტო კონტროლის სხვა მექანიზმები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია