პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისია
მუშაობას განაგრძობს.
კომისიის წევრები დღეს 2011
წლის 26 მაისის
დემონსტრაციის
დარბევისას, ადამიანის
უფლებების დარღვევის უხეშ
ფაქტებს განიხილავენ.
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე ნონა
გაფრინდაშვილი, ელდარ
(ლუკა) კურტანიძე, დავით
ლორთქიფანიძე და გიორგი
ბურჯანაძე არიან
მიწვეულნი.2011 წლის 26 მაისს
ადამიანის უფლებათა
დარღვევის ფაქტებს
იხსენებენ მმართველი
პარტიის
წარმომადგენლებიც, მათი
თქმით, ეს დღე კიდევ ერთი
მაგალითია იმისა, თუ
რამდენად ძალადობრივი და
სასტიკი იყო რეჟიმი
საკუთარი მოქალაქეების
მიმართ.„საგამოძიებო
კომისიის ფარგლებში
ქართული საზოგადოება
კიდევ ერთხელ ხედავს
დანაშაულებრივი რეჟიმის
ქმედებებს, 2003-2012 წლებში
მოქმედებდა რეჟიმი,
რომელიც ადამიანებს
კლავდა, ადამიანებს
აუპატიურებდა, ართმევდა
მათ ქონებას“, - ამბობს
იურიდიულ საკითხთა
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარემ არჩილ
გორდულაძე.