პარლამენტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს

Primetime.ge 4 საათი წინ 10
პარლამენტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს
პარლამენტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს.ცვლილებებით განისაზღვრება, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს, ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე მისი ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში.აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც – ასეთ დროს განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით, ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე/უფლებამონაცვლე პირზე გადავა.
სრულად წაიკითხეთ სტატია