პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებით,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე საკანონმდებლო
ორგანოში სამთავრობო
პროგრამის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ
მოხსენებით 27 ივნისს
წარდგება. ინფორმაციას
პარლამენტის
პრესსამსახური
ავრცელებს.146-გვერდიან
მოხსენებაში საუბარია
ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა: დემოკრატიული
და ეკონომიკური
განვითარება, სოციალური
პოლიტიკა და ადამიანური
კაპიტალის განვითარება,
საგარეო პოლიტიკა და
თავდაცვა.ბიურომ
დღევანდელ სხდომაზე ახალი
საკანონმდებლო
ინიციატივებისთვის
წამყვანი და სავალდებულო
კომიტეტებიც განსაზღვრა.