ჩვენი და ქართული
საზოგადოების მოლოდინი ის
არის, რომ მიხეილ
ყაველაშვილი პრეზიდენტის
ინსტიტუტს ღირსებასა და
სახეს დაუბრუნებს, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
პაატა სალიამ.„ის იქნება
პრეზიდენტი, რომელიც
შეძლებს საზოგადოებაში
არსებული პოლარიზაციის
დასრულებას და ქვეყნის
გაერთიანებას“, - აღნიშნავს
პაატა სალია.მიხეილ
ყაველაშვილი საქართველოს
მეექვსე პრეზიდენტია.
პრეზიდენტის ინაუგურაცია
პარლამენტში გაიმართა.
მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი
დადო პრეზიდენტის
ინაუგურაციისთვის
სპეციალურად დაბეჭდილ
საინაუგურაციო
კონსტიტუციაზე, რომელიც
პარლამენტის მუზეუმში
შეინახება.