
ოცნებამ პირველ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა “კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო” გადადო. ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს.
“ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება. თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს”- ნათქვამია განცხადებაში.
31 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 1-ელ ოქტომბერს გაიმართებოდა.