ზურაბ ქადაგიძე ტვ პირველის სიუჟეტზე: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა, რუსებს დაურეკა და მათგან აიღო რჩევა, სად შეეძინა ქონება - სასაცილოა ხო?

Primetime.ge 5 საათი წინ 2
ზურაბ ქადაგიძე ტვ პირველის სიუჟეტზე: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა, რუსებს დაურეკა და მათგან აიღო რჩევა, სად შეეძინა ქონება - სასაცილოა ხო?
ნოდარ მელაძის "მატყუარების გუნდის" სიუჟეტი ვნახე, სადაც ჯერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ამოგლიჯეს კონტექსტი უსინდისოდ, მაგრამ მაგას გასცა პასუხი "ტვ იმედმა" და მე აღარ შევჩერდები. ჩემი ინტერესი გამოიწვია ვიღაც ასათიანთან ინტერვიუს ამ ნაწილმა და ზოგადად, ფსკერის ამ მონაკვეთმა. თურმე, პარალელურად ხდება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თან საფრანგეთის მოქალაქეა და წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა, რუსებს დაურეკა და მათგან აიღო რჩევა, სად შეეძინა ქონება - წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ თავის მაყურებელზე, რომ მსგავს სისულელეს აწვდიან და იმედი აქვთ, რომ დაიჯერებენ. “რომ იფიქრებ, აი ახლა ჩახვრიტა ფსკერი "ტვ პირველმა" და მეტი რაღამ უნდა გაგაკვირვოსო, აი მაშინ კიდევ უფრო დიდ სიგოიმეს და ფსკერს გამოაგდებენ. ნოდარ მელაძის "მატყუარების გუნდის" სიუჟეტი ვნახე, სადაც ჯერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ამოგლიჯეს კონტექსტი უსინდისოდ, მაგრამ მაგას გასცა პასუხი "ტვ იმედმა" და მე აღარ შევჩერდები. ჩემი ინტერესი გამოიწვია ვიღაც ასათიანთან ინტერვიუს ამ ნაწილმა და ზოგადად, ფსკერის ამ მონაკვეთმა.თურმე, პარალელურად ხდება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თან საფრანგეთის მოქალაქეა და წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა, რუსებს დაურეკა და მათგან აიღო რჩევა, სად შეეძინა ქონება... სასაცილოა ხო? მე ვიტყოდი, უფრო ფსკერის ჩახევა და იქედან ფხაჭუნი. ოღონდ რუსული კავშირი დააბრალონ და ასეთ ბოდვებსაც უშვებენ ეთერში. თან, იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ თავის მაყურებელზე, რომ მსგავს სისულელეს აწვდიან და იმედი აქვთ, რომ დაიჯერებენ. რავიცი, მე პირადად ძალიან მომწონს ოპოზიციის პროპაგანდისტების ასეთი სიქაჯე - რაც უფრო ჩაეფლობიან ტყუილის და ბოდვის მორევში, მით უკეთესი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისათვის.” - წერს ქადაგიძე.   
სრულად წაიკითხეთ სტატია