უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 5 საათი წინ 2
უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე - შალვა პაპუაშვილი
უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ზუსტად ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე, თუმცა პოლიტიკურადაც ამ ტერმინოლოგიით შეიძლება შეფასდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას.„ჩვენი თვალით ვხედავდით ცეცხლს, მოლოტოვის კოქტეილებს და ვხედავდით „ენჯეოს“ თანამშრომლებს, რომლებიც იქ იყვნენ. ISFED-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ მათ იყიდეს აირწინაღები და დაურიგეს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ ძალადობრივი აქციის მონაწილეები იყვნენ. ეს არის დასტური, რომ ევროკავშირის ფული მიდიოდა ძალადობრივი აქციის მონაწილეების დაფინანსებაში.აირწინაღს ვინმესთვის ჯანმრთელობის გადარჩენის დანიშნულება არ ჰქონია, მას ჰქონდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დანიშნულება. როდესაც ტარდება სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, ძალადობრივი აქციის დაშლა ხდება და შენ აძლევ აღჭურვილობას მოძალადეებს, რომ მათ რაც შეიძლება დიდხანს გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია