თბილისში უბედურ
შემთხვევას ერთი ადამიანი
ემსხვერპლა. არსებული
ცნობით, ორთაჭალაში,
ერთ-ერთი სამშენებლო
ობიექტის მიმდებარე
ტერიტორიაზე სატვირთო
ავტომობილი
გადაბრუნდა.შემთხვევის
შედეგად დაიღუპა
მძღოლი.მომხდარზე
გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს.