ამ წუთებში, ოპოზიციური
პარტიების შეხვედრა
დაიწყო მმართველი გუნდის
ოპონენტების თქმით,
მსჯელობის საგანი
პოლიტიკური კრიზისის
დაძლევაა.შეხვედრას,
ბარიერგადალახული
პარტიების პირველი 25-ეული
დაესწრება. მოლაპარაკების
შემდეგ გაკეთდება
ერთობლივი
განცხადება."ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობის"
ლიდერის, გიორგი ვაშაძის
განცხადებით, შეხვედრაზე
სხვა მნიშვნელოვან
საკითხებთან ერთად, 14
დეკემბერთან
დაკავშირებითაც
იმსჯელებენ, რა დროსაც
პარლამენტმა
პრეზიდენტობის კანდიდატი
უნდა აირჩიოს."ძალიან
მნიშვნელოვანია პოლიტიკურ
პარტიებს შორის
კოორდინაცია,
თანამშრომლობა. საერთო
საინფორმაციო ცენტრი
გავაკეთეთ, არის სამუშაო
ჯგუფები იურიდიული და სხვა
მიმართულებით, რათა
დახმარება აღმოვუჩინოთ
პოლიტპატიმრებს, მათ
ოჯახებს და ამ ყველაფერზე
გვექნება მსჯელობა.
ვიმსჯელებთ საერთო
განცხადებაზე,
დავაფიქსირებთ პოზიციას
14-ში ჩანიშნულ კლოუნადაზე,
რომელიც არის კიდევ ერთი
საკონსტიტუციო
გადატრიალება", - განაცხადა
გიორგი ვაშაძემ."ძლიერი
საქართველოს" წევრის ანა
ნაცვლიშვილის
განცხადებით, ოპოზიციური
სპექტრი იბრძოლებს
იმისთვის, რომ დაინიშნოს
ხელახალი არჩევნები, რათა
ქართველმა ხალხმა თავად
შეძლოს გადაწყვიტო თავის
ბედი."ერთობლივი
ძალისხმევით, რისი
გამოხატულებაც არის
დღევანდელი ერთობლივი
შეხვედრა, გავაგრძელებთ
ბრძოლას იმისათვის, რომ
ქართველმა ხალხმა მიიღოს
ახალი, თავისუფალი
არჩევნები და თავად შეძლოს
გადაწყვიტოს თავისი ბედი",-
განაცხადა ანა
ნაცვლიშვილმა.