„ოპოზიციისთვის, რა თქმა
უნდა, მიუღებელია
ნებისმიერი საკადრო
გადაადგილება,
განსაკუთრებით ისეთი
წარმატებული ადამიანების
გადაადგილება, რომლებიც
უკვე მრავალი წელია
ღირსებულად ემსახურებიან
ჩვენს სახელმწიფოს. რა თქმა
უნდა, ჩვენთვის მიუღებელია
ოპოზიციის ასეთი
დამოკიდებულება," - ამის
შესახებ პარლამენტის
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილემ, ლადო
ბოჟაძემ განაცხადა, რითაც
უმრავლესობაში სუს-ის
ახალი ხელმძღვანელის
პოსტზე, ანრი ოხანაშვილის
კანდიდატურას
გამოეხმაურა."თქვენ იცით,
რომ გამართულად მუშაობს
პარლამენტი, მთავრობა და
[საკადრო ცვლილება]
ჩვეულებრივი
სახელისუფლებო მუშაობის
ნაწილია. კადრები მუდმივად
საჭიროებენ
გადახალისებას, იმისთვის,
რომ კიდევ უფრო ეფექტიანი
გახდეს მართვა," - აღნიშნა
ბოჟაძემ.დღეს, პლენარულ
სხდომაზე, სუს-ის უფროსის
პოსტზე ანრი ოხანაშვილის
კანდიდატურას უყრიან
კენჭს.