გამარტივდება მექანიზმი,
რითაც დამნაშავეების
ქონებების რეალიზაცია და
შესაბამისად
დაზარალებულების
დაკმაყოფილება მოხდება, -
განაცხადა გადაცემაში
„დღის ქრონიკა“ იურიდიულ
საკითხთა საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარემ
არჩილ გორდულაძემ. მისივე
თქმით, საკანონმდებლო
ცვლილებებით
დამზარალებლებს
შეეზღუდებათ საქართველოს
დატოვება. საუბარია
კანონპროექტზე, რომელიც
ქონებრივი ზიანის
ანაზღაურებას
უკავშირდება.„მთავარი
მიზანი და არსია, რომ
სხვადასხვა დანაშაულით
დაზარალებულ ადამიანებს
ჰქონდეთ ეფექტური და
სწრაფი შესაძლებლობა, რომ
თავიანთი უფლებები
აღიდგინონ, ამავდროულად
მიყენებული ზიანი
ანაზღაურდეს და მოხდეს
პრევენცია ახალი
დანაშაულების.
საკანონმდებლო
ინიციატივის სიახლეების
მიხედვით, გამარტივდება
მექანიზმი, რითაც
დამნაშავეების ქონებების
რეალიზაცია და
შესაბამისად
დაზარალებულების
დაკმაყოფილება მოხდება.
ამავდროულად დამნაშავეებს
შეეზღუდებათ საქართველოს
ტერიტორიის დატოვება, რაც
უზრუნველყოფს ზიანი
ანაზღაურებას“, - აღნიშნა
გორდულაძემ.პარლამენტი
ქონებრივი ზიანის
ანაზღაურებასთან
დაკავშირებით
კანონპროექტზე დღეს
იმსჯელებს.