ოპოზიციის ნაცვლად, სხვა ატარებს საარჩევნო კამპანიას. იმ სხვამ უნდა გაათავისუფლოს სამუშაო კაბინეტები, ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე ვის უნდა ემსახურონ - ქართველ ხალხს, თუ მათ, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა?! - ირაკლი იაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 15
ოპოზიციის ნაცვლად, სხვა ატარებს საარჩევნო კამპანიას. იმ სხვამ უნდა გაათავისუფლოს სამუშაო კაბინეტები, ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე ვის უნდა ემსახურონ - ქართველ ხალხს, თუ მათ, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა?! - ირაკლი იაშვილი
გამოდის, რომ ამ ხალხის ნაცვლად, სხვა ატარებს კამპანიას. იმ სხვამ უნდა გაათავისუფლოს სამუშაო კაბინეტები კანცელარიაში ოპოზიციისთვის, ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე ვის უნდა ემსახურონ - ქართველ ხალხს, თუ მათ, ვინც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა ოპოზიციაზე.„ოპოზიციაზე როცა ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ ყველას. ძირითადად იმ ხალხზე მაქვს საუბარი, ვინც უკვე იყო ხელისუფლებაში და ვნახეთ რა გააკეთა. მე, ჩემმა ოჯახმა ჩვენ თავზე ვიწვნიეთ ეს ყველაფერი სრული სიმძაფრით. უცნაური ის არის, რომ არ ატარებენ საარჩევნო კამპანიას. ჩემი გაგებით, პოლიტიკოსი უნდა არწმუნებდეს ამომრჩეველს, აჩვენებდეს პროგრამას რას გააკეთებს. ეს პროცესი არ მიმდინარეობს. გამოდის, რომ ამ ხალხის ნაცვლად, სხვა ატარებს კამპანიას. იმ სხვამ უნდა გაათავისუფლოს სამუშაო კაბინეტები კანცელარიაში ოპოზიციისთვის, ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე ვის უნდა ემსახურონ - ქართველ ხალხს, თუ მათ, ვინც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა?! ალბათ მათ, ვინც კაბინეტები გაუთავისუფლა. ეს რამდენად მისაღებია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არ ვიცი, ალბათ არ არის“, - აღნიშნა იაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია