ოპოზიციას ქალბატონი სალომეს მიმართ რიტორიკა იმიტომ ჰქონდა შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ, ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ნახეთ, როგორ აირევა მათი ურთიერთობა - პაპუაშვილი

Primetime.ge 4 დღის წინ 12
ოპოზიციას ქალბატონი სალომეს მიმართ რიტორიკა იმიტომ ჰქონდა შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ, ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ნახეთ, როგორ აირევა მათი ურთიერთობა - პაპუაშვილი
ქალბატონი სალომეს სტატუსის გამოყენება ხდებოდა ოპოზიციის მიერ. ეს ის ოპოზიციაა, რომლის ეპიტეთები გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ და არა მხოლოდ ეპიტეთები, რომელიც ყოველგვარ ეთიკურ ზღვარს გასცდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ზუსტად იმ ოპოზიციის მიერ იყო ქალბატონი სალომე არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოცხადებული.„რა თქმა უნდა, ეს რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ. ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ახლა ნახეთ, როგორ აირევა მათი ურთიერთობა. ასე რომ, ეს მოსალოდნელიც იყო საბოლოო ჯამში. ჩვენ საქმე გვაქვს არა ამ ქვეყნის პატრიოტებთან, არა ხალხთან, რომელსაც პოლიტიკური იდეოლოგია აქვს, არამედ საქმე გვაქვს მარიონეტებთან, რომლებიც სხვების დაკვეთით მოქმედებენ. ასე რომ, ჟურნალია, რასაც ვხედავთ. ჯერ კიდევ წინ არის კინო მათ რიგებში დაპირისპირების.ამბობდა, რომ დარჩებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ არ დარჩა და წავიდა. პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა და ყველას შეუძლია, იყოს პოლიტიკურად აქტიური, უბრალოდ ის ამბობდა, რომ რჩება პრეზიდენტად, მაგრამ გუშინ ვნახეთ, რომ ვერ დარჩა და წავიდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ამასთან, ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება“.პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ეს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ის ევროპელები, რომლებიც მას მფარველობენ და მის ციხიდან დახსნას ცდილობენ, ისინი არიან ზუსტად ამ მორალის და მენტალიტეტის მატარებლები.„შეგახსენებთ, რომ ბევრი თხოვნის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თავის დროზე, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლებისგან, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან დაუშვა სააკაშვილთან ექიმები. გახსოვთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან არსებული სპეციალური ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც აღმოჩნდა მათ შორის სპეცდანიშნულების მისიის მქონე ექიმთა ჯგუფი, რომელსაც ფარულად გაჰქონდა მისი საკნიდან რაღაც მასალები თუ ანალიზები. ეს იყო გაუგონარი რამ. ასე ზურგში დანას რომ ჩაგარტყამს ხალხი, რომელსაც ენდე, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ევროკავშირის წარმომადგენლებს. ჩანდა კიდეც, რომ იყო მცდელობა, საქართველოსთვის მოეწყოთ მაშინ გარკვეული ინციდენტი, რაღაც დაედგათ. ყოველ შემთხვევაში, ჩანს, რომ ამას კეთილსინდისიერი მიზნებით არავინ აკეთებდა. ასეთი ხალხიც არსებობს ევროპაში.შეგახსენებთ მის ყოფნას სხვადასხვა რეზოლუციასა და მიმართვაში. ეს გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქზე, ყველა დედაქალაქიდან ქართველი ხალხის მიმართ კეთილსინდისიერი ზრახვები არ არსებობს. ამიტომაც ვამბობდით, ის, ვინც სააკაშვილის მფარველი და მეგობარია, ის აპრიორი, დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ამიტომ, ჩამოწერეთ სია, ვინც ამბობდა Free Misha, ვინც საუბრობდა მის მოწამვლაზე. შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ დაგვაბრალა, რომ ვტანჯავდით სააკაშვილს, პირდაპირ ტყუილს ავრცელებდა და ამ ტყუილში მოლდოვის პრეზიდენტი შემდეგ ამხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. შეგახსენებთ, ბატონი ზელენსკი როგორ ავრცელებდა ტყუილს სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით. ზელენსკი თავად სტრასბურგმა ამხილა ტყუილში. ეს უნდა გვესმოდეს, რომ არიან ადამიანები, პოლიტიკოსები, ლიდერები, რომლებისთვისაც ქარათველი ხალხი არაფერს ნიშნავს, ჩვენ ვართ ნული ასეთი ლიდერებისთვის. მათთვის მთავარია, მიხეილ სააკაშვილის მფარველობა, რადგან თავის დროზე ალბათ ისეთი საქმეები აკეთებინეს, რომლის გამოც ვალში არიან მასთან და საკუთარი აგენტის დახსნა უნდათ ციხიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია