"ოპოზიცია ცდილობს, ქალბატონი მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის გარტყმული ხელი გამოხატვის თავისუფლებად გაასაღოს" - ვახტანგ ჩოჩია

Primetime.ge 3 თვის წინ 20
"ოპოზიცია ცდილობს, ქალბატონი მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის გარტყმული ხელი გამოხატვის თავისუფლებად გაასაღოს" - ვახტანგ ჩოჩია
ოპოზიციის ნაწილის მიერ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. სახელისუფლებო გუნდის წევრების თქმით, მან ჩაიდინა დანაშაული, რომლის ვიდეომტკიცებულებაც არსებობს და კანონის წინაშე ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი."ვხედავთ ოპოზიციის მიერ წახალისებულ ორმაგი სტანდარტის კამპანიას, რომელიც გამოხატულია კონკრეტული ადამიანების მიმართ გაჟღერებულ მოთხოვნაში, რომ ისინი გათავისუფლდნენ და არ მიეგონ სამართლებრივ პასუხისმგებლობაში. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ქალბატონი მზია ამაღლობელის შემთხვევა. ისინი ცდილობენ, რომ მის მიერ პოლიციელისთვის გარტყმული ხელი გაასაღონ გამოხატვის თავისუფლებად. როგორც ქალბატონი მზია ამაღლობელი, ისე სხვა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაარღვევს საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, მიცემული იქნება შესაბამის პასუხისმგებლობაში", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია.
სრულად წაიკითხეთ სტატია