ოკუპირებული რეგიონების სპორტსმენების გარდა, რუსეთის ტურნირში ქართველმა მოჭიდავეებმაც იასპერეზეს

Civil Georgia 1 კვირა წინ 24
ოკუპირებული რეგიონების სპორტსმენების გარდა, რუსეთის ტურნირში ქართველმა მოჭიდავეებმაც იასპერეზეს

ქართველმა მოჭიდავეებმა 1-2 ოქტომბერს რუსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირში „ძმები ხადარცევების თასი“ მიიღეს მონაწილეობა. ტურნირში ასევე დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ მოჭიდავეები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირში საქართველოს სახელით რვა სპორტსმენი მონაწილეობდა, ხოლო სამ-სამი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის სახელით. ქართველი მონაწილეები იყვნენ:

  • რეზო მარსაგიშვილი – მე-13 ადგილი თავისუფალი სტილით კატეგორიაში – უფროსები – 61 კგ-მდე;
  • ნიკოლოზ ბეშიძე – მე-8 ადგილი თავისუფალი სტილით კატეგორიაში – უფროსები – 65 კგ-მდე;
  • საბა კობახიძე – მე-19 ადგილი თავისუფალი სტილით კატეგორიაში – უფროსები – 70 კგ-მდე;
  • დიმიტრი ჯიოევი – მე-11 ადგილი თავისუფალი სტილით კატეგორიაში – უფროსები – 74 კგ-მდე;
  • გიორგი ელბაქიძე – მე-14 ადგილი თავისუფალი სტილით კატეგორიაში – უფროსები – 74 კგ-მდე;
  • ალექსანდრე მელაძე – მე-7 ადგილი თავისუფალი სტილით კატეგორიაში – უფროსები – 79 კგ-მდე;
  • გიორგი გოგრიჭიანი – მე-17 ადგილი თავისუფალი სტილით კატეგორიაში – უფროსები – 79 კგ-მდე;
  • ლევან ბაზაძე – მე-13 ადგილი თავისუფალი სტილით კატეგორიაში – უფროსები – 97 კგ-მდე.

ტურნირში საქართველოს, მისი ოკუპირებული რეგიონებისა და რუსეთის დაღესტნისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკების გარდა, 19 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კერძოდ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, ჩრდილოეთი  მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, თურქეთი და უზბეკეთი.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას ტურნირში ქართველების მონაწილეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც მათ უპასუხეს: „ფედერაციიდან არავინ არაა გაშვებული. ფედერაცია საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. სავარაუდოდ საკუთარი ინიციატივით ეს რამდენიმე სპორტსმენი [წავიდა]. ჩვენც ვარკვევთ“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია