ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ
განცხადებას ისე როგორც
კვესიტაძის პირად
კრეატივს. არა, ის უბრალოდ
ახმოვანებს მთელი
რადიკალური ე.წ "ოპოზიციის"
აზრს, - ასე ეხმიანება
გიორგი გამსახურდია,
ოპოზიციონერი
ჟურნალისტის, ეკა
კვესიტაძის მიერ "იმედის"
ჟურნალისტების სიის
გამოქვეყნებას.მისი თქმით,
"ტიტუშკები" და რუსული ფული
სწორედ ამ ძალადობრივი
განცხადების ავტორების და
მათი ამფსონების
ბანაკშია."ნუ უყურებთ ამ
ძალადობრივ განცხადებას
ისე როგორც კვესიტაძის
პირად კრეატივს. არა, ის
უბრალოდ ახმოვანებს მთელი
რადიკალური ე.წ "ოპოზიციის"
აზრს. რაც შეეხება
კონტენტს, არის მათ ჩვეულ
სტილში და დასაგმობია,
როგორც წუხანდელი
ძალადობა. ამ ძალადობრივი
განცხადების ავტორებს
მინდა კიდევ ვუთხრა, აქ
ჩამოთვლილი ადამიანების
ერთი თმის ღერადაც არ
ღირხართ მთელი თქვენი
ამფსონებიანად. თქვენი
ბულინგი ვერავის ვერაფერს
ვერ დააკლებს. ტიტუშკები და
რუსის გარეწრები, რუსულ
ფულთან ერთად, თქვენ ბინძურ
ბანაკში მოიკითხეთ." - წერს
გამსახურდია სოციალურ
ქსელში.