"რადიკალებს, რეალურად, არ ჰყავთ კანდიდატი, საპირწონედ დაუყენონ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს თბილისში" - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 11 საათი წინ 2
"რადიკალებს, რეალურად, არ ჰყავთ კანდიდატი, საპირწონედ დაუყენონ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს თბილისში" - დავით მათიკაშვილი
"ქართული ოცნება" საქართველოს მასშტაბით, მერობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს. დედაქალაქში მერის პოსტზე, კახა კალაძე კენჭს უკვე მესამედ იყრის.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას კახა კალაძის კონკურენტის შერჩევა უჭირს."რადიკალებს, რეალურად, არ ჰყავთ კანდიდატი, საპირწონედ დაუყენონ "ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს თბილისში და ხდება რაღაც თითიდან გამოწოვილი თემებით მანიპულირება, ისეთ კანდიდატებზე ყურადღების გამახვილება, ვისი შანსებიც ნულის ტოლია საზოგადოების თვალთახედვით. ჩვენ გვახსოვს მცდელობა ნაცი მომღერალი შემოეყვანათ თამაშში და ეს ყველაფერი საკმაოდ სავალალოდ დასრულდა კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის. ბურჭულაძეს ვგულისხმობ. ახლა თუ აქცენტს სხვა ნაც მომღერალზე გაამახვილებენ და ფსონს დადებენ, შედეგი იქნება ანალოგიური და იმაზე უარესი. ასე, რომ რეალურად, რადიკალებისთვის თვითმმართველობის არჩევნების ფინალური ეტაპი სრული მარცხი 64-ვე მუნიციპალიტეტში. ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი. 
სრულად წაიკითხეთ სტატია