ცესკო-ს განკარგულების
თანახმად, 2025 წლის
ადგილობრივ არჩევნებში
მონაწილეობისთვის ნომერი 4
მიენიჭა პოლიტიკურ
სუბიექტ „ქართველ
ერთობას“, ნომერი 5 კი
სუბიექტს „ჩვენი
გაერთიანებული
საქართველო“. მანამდე
ნომერი 4 ეკუთვნოდა
„კოალიცია
ცვლილებებისთვის“, ნომერი 5
კი „ნაციონალურ
მოძრაობას“.მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს, საკრებულოსა და
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი
თემის მერის 2025 წლის 4
ოქტომბრის
არჩევნებისათვის
საარჩევნო სუბიექტების
რიგითი ნომრების
განსაზღვრის შესახებ
ცესკო-ს განკარგულების
მიხედვით, პოლიტიკურ
სუბიექტებს მიენიჭათ
შემდეგი საარჩევნო
ნომრები:№1 – „მამული, ენა,
სარწმუნოება“№2 –
„დემოკრატთა ალიანსი“№3 –
„კონსერვატორები
საქართველოსთვის“№4 –
ქართველ ერთობა№5 -„ჩვენი
გაერთიანებული
საქართველო“№6 – „მესამე
გზა“№7 – „თავისუფალი
საქართველო“№8 –
„საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი“№9 – ძლიერი
საქართველო – ლელო№10 −
„მემარცხენე ალიანსი“№11
–„საქართველო“№12 –
მწვანეთა პარტია№13
–„საქართველოს ერთობისა
და განვითარების
პარტია“№14− „სახალხო
ხელისუფლება“№25 − „გახარია
საქართველოსთვის“№36 –
გირჩი№41 – ქართული
ოცნებაცნობისთვის,
ცესკო-ში განაცხადეს, რომ
„ნაციონალურმა მოძრაობამ“
და „კოალიციამ
ცვლილებებისთვის“
არჩევნებში მონაწილეობაზე
განაცხადი არ გააკეთეს, რის
გამოც საარჩევნო ნომრები
არ შეუნარჩუნდათ.