არის იმის ზრდადი ალბათობა,
რომ მსხვერპლი მოჰყვეს
ხელისუფლების უგუნურ და
ძალადობრივ ქმედებას და
სამწუხაროდ შესაძლოა
მივიდეთ სამოქალაქო
დაპირისპირებამდე,
სამოქალაქო ომის
შესაძლებლობაც
განხილვადია თუ ეს ასე
გაგრძელდა, - ამის შესახებ
„სტრატეგიული ანალიზის
ცენტრის“ დამფუძნებელმა,
ნოდარ ხარშილაძემ
გადაცემაში „თავისუფალი
სტუდია“ განაცხადა. მისივე
თქმით, თუ ხელისუფლების
რადიკალური ძალების
ქმედებას მოჰყვა
მსხვერპლი, ხალხიც არ
იქნება ტყუილად. „ძალიან
ცუდ სცენარზე ვსაუბრობთ,
მაგრამ ამის შესაძლებლობა
სამწუხაროდ არსებობს და
ამაზე პასუხისმგებლობა
"ქართულ ოცნებას" ეკისრება,
იმიტომ, რომ ის არის
ხელისუფლებაში და ზუსტად
მისი გადაწყვეტილებების
გამოა, რომ გვიწევს
რუსთაველზე მორიგეობა
ქვეყნის დასაცავად“, -
აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.