ჩვენი ინფორმაციით,
გერმანია, საფრანგეთი, დიდი
სახელმწიფოები არ
ეთანხმებიან
ვიზალიბერალიზაციასთან
დაკავშირებული რაიმე
პროცესის წამოწყებას.
ამიტომ, ჩვენ არ მოველით
ვიზალიბერალიზაციის
გაუქმება-შეჩერებას, -
განაცხადა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე ნინო წილოსანმა
გადაცემაში „იმედი LIVE“.მისი
თქმით,
ვიზალიბერალიზაციის
გაუქმებას ოცდაშვიდივე
წევრი სახელმწიფოს
თანხმობა ხოლო, შეჩერებას 15
სახელმწიფოს თანხმობა
სჭირდება.„ველოდები დროს,
როდესაც ევროკავშირის
ინსტიტუციები და მათი
წარმომადგენლები
სამართლიანად დაიწყებენ
საქართველოსთვის ყურებას
და უფრო ობიექტური იქნება
ეს განცხადებები. ეს ცოტა
რიტორიკულად. რეალურად,
მოდით აღვწეროთ
ვიზალიბერალიზაციასთან
დაკავშირებული პროცესი.
ვიზალიბერალიზაციის
შეჩერებისა და გაუქმების
რამდენიმე ვარიანტი
არსებობს. გაუქმებას
სჭირდება სრული
კონსენსუსი, ეს არის 27 წევრი
ქვეყანა, რომლის თანხმობაც
არ არის და შესაბამისად,
ამაზე არც არის
საუბარი.ვიზალიბერალიზაციის
შეჩერებას კი სჭირდება 15
წევრი სახელმწიფოს
თანხმობა, თუმცა
ამისთვისაც არის
კონკრეტული პროცედურა
გაწერილი, რომლისთვისაც
საქართველო უნდა
არღვევდეს იმ ოთხ ტექნიკურ
პირობას, რომელიც ჩვენ
უმაღლეს დონეზე გვაქვს
შესრულებული. ამიტომ,
მოლოდინი გვაქვს, რომ ვერც
ამ მიმართულებით ვერ
მიეცემა პროცესს
განვითარების
შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია ვთქვათ,
რომ ეს 15 სახელმწიფო
ევროკავშირის მოსახლეობის
65%, დიდი სახელმწიფოებიც
უნდა იყოს
მონაწილეები.გვაქვს
ინფორმაცია, რომ მაგალითად,
გერმანია, საფრანგეთი, დიდი
სახელმწიფოები არ
ეთანხმებიან
ვიზალიბერალიზაციასთან
დაკავშირებული რაიმე
პროცესის წამოწყებას
ამიტომ, არ მოველით ამას“,-
განაცხადა წილოსანმა.