ნებისმიერმა პროპაგანდისტულმა მედიამ უნდა აგოს შესაბამისი პასუხი - ვიკა ფილფანი

Primetime.ge 2 თვის წინ 44
ნებისმიერმა პროპაგანდისტულმა მედიამ უნდა აგოს შესაბამისი პასუხი - ვიკა ფილფანი
ევროპარლამენტის რეზოლუცია და პოლიტიკური შეფასებები თბილისში - სტრასბურგში გუშინ მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება.კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის განცხადებით, რეზოლუციის ერთ-ერთი მხარდამჭერი და მედიის შესახებ ჩანაწერის ავტორი, დევიდ მაკალისტერი, რომელიც მედიასთან დაკავშირებული ჩანაწერის ინიციატორია, საქართველოს დიდი მეგობარია."ევროპის დემოკრატიის ინსტიტუტი" არის დიდი ინსტიტუცია, რომელიც მთელი ევროპის და ევროპის პარტნიორი ქვეყნების მასშტაბით ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და ამაზე ყველაფერზე მაკალისტერი არ არის პასუხისმგებელი. არ მგონია, რომ რამე კავშირია ამ ყველაფერთან, უბრალოდ ვიცი, რომ მაკალისტერი არის ამ ქვეყნის დიდი მეგობარი. "ევროპის დემოკრატიის ინსტიტუტი" აფინანსებს, როგორც ვიცი, ბევრ ორგანიზაციას საქართველოში, მაგრამ მაკალისტერი არ წყვეტს ამ დაფინანსებას," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ვიკა ფილფანი კი აცხადებს, რომ ნებისმიერმა პროპაგანდისტულმა მედიამ შესაბამისი პასუხის უნდა აგოს."ყველა მედიას აქვს საკუთარი დღის წესრიგი - შეიძლება ჩვენ ვიღაც მოგვწონდეს, ვიღაც არ მოგვწონდეს. ჩვენ ვემხრობით იმას, რომ საქართველოში უნდა იყოს დამოუკიდებელი მედია. როგორც იცით, ჩვენს პარტიას ზურგს არ უმაგრებს არცერთი კერძო ტელევიზია. საქართველოში დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს არაერთი პროპაგანდისტული მედია, შესაბამისად, ნებისმიერი პროპაგანდისტულმა მედიამ უნდა აგოს შესაბამისი პასუხი," - აცხადებს ვიკა ფილფანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია