სახელმწიფო მუდმივად
ზრუნავს თავდაცვის
შესაძლებლობების
განვითარებაზე, მათ შორის,
ხორციელდება
მნიშვნელოვანი
ინვესტიციები ეროვნულ
სამხედრო მრეწველობაში, –
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ პარლამენტში
ყოველწლიური მოხსენებით
გამოსვლისას
განაცხადა.ირაკლი
კობახიძის თქმით,
სამხედროების სოციალური
მხარდაჭერა ხელისუფლების
ერთ-ერთი უმთავრესი
პრიორიტეტია.„ამ
მიმართულებითაც
გაგრძელდება ძალიან
მნიშვნელოვანი ზომების
მიღება. ინფრასტრუქტურის
განვითარება არის ერთ-ერთი
უმთავრესი პრიორიტეტი.
მუშაობა მიმდინარეობს 133
ობიექტის
განახლება/მშენებლობაზე,
რაც თავდაცვითი
ფუნქციებით იქნება
აღჭურვილი. 320 მლნ ლარის
პროექტები ხორციელდება,
ასევე -ჯარის ქალაქის
მშენებლობა. ესეც არის
მნიშვნელოვანი სოციალური
პროექტი, რომელიც
განკუთვნილია ჩვენი
ჯარისკაცებისთვის.
ქართული ჯარი არის ჩვენი
განსაკუთრებული სიამაყე,
ჩვენი
სახელმწიფოებრიობის,
ჩვენი სახელმწიფოს
ერთ-ერთი უმთავრესი
სიმბოლო. ყველაფერს
გავაკეთებთ იმისათვის, რომ
მაქსიმალურად გაგრძელდეს
ზრუნვა ჯარის
განვითარებაზე და თითეული
ჯარისკაცის სოციალური
პირობების
გაუმჯობესებაზე“, –
განაცხადა კობახიძემ.