ნებისმიერი მცდელობა, რომ
გასამხედროებული
ფორმირება შეიქმნას,
იქნება მკაცრად
სისხლისსამართლებრივად
დასჯილი, რადგან ეს არის
დასჯადი ქმედება, – ამის
შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
დავით მათიკაშვილმა
განაცხადა.მათიკაშვილის
თქმით, არავის აქვს უფლება,
რაიმე ფორმით შეითავსოს ის
ფუნქცია, რრომელიც
სახელმწიფოს ძალოვან
სტრუქტურებს გააჩნიათ.„ეს
არის მცდელობა, შეიქმნას
გასამხედროებული
ორგანიზაციები, რაც 90-იან
წლებში კარგად ვნახეთ და
გამოვიარეთ. ისიც ვნახეთ,
ამან ქვეყანა სადამდე
მიიყვანა. ყველამ კარგად
გაიაზროს, რომ ასეთ
ფორმირებაში
მონაწილეობისთვის მკაცრად
იქნებიან დასჯილი, რადგან
ამას სისხლის სამართლის
კოდექსი ითვალისწინებს“, –
განუცხადა დავით
მათიკაშვილმა საქართველოს
პირველ არხს.„ტაბულამ“
გუშინ, 8 დეკემბერს
გაავრცელა ინფორმაცია, რომ
რუსთაველის გამზირზე
მომიტინგეების დასაცავად
შექმნილი ჯგუფი გამოჩნდა.
როგორც გამოცემა წერს,
აღნიშნული ჯგუფი აქციის
მონაწილეების
„ტიტუშკებისგან“
დასაცავად შეიქმნა.