არ დავუშვებთ მმართველი
პარტიის მცდელობას, ძირი
გამოუთხაროს ქართველების
და მათი პრეზიდენტის
თავისუფლებას, – ამის
შესახებ ფრანგი
ევროპარლამენტარი ნატალი
ლუაზო სოციალურ ქსელში
წერს.„ქართველი
„პრემიერ-მინისტრი“
(ბრჭყალები გვახსენებს, რომ
გაყალბებული არჩევნებიდან
მოვიდა) ლეგიტიმურ
პრეზიდენტს, სალომე
ზურაბიშვილს ემუქრება და
მას გისოსებს მიღმა
წარმოიდგენს. არ დავუშვებთ
მმართველი პარტიის
მცდელობას, ძირი
გამოუთხაროს ქართველების
და მათი პრეზიდენტის
თავისუფლებას“, – წერს
ლუაზო.